ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსს 1113 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, 43 ათასს გადააჭარბა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს.
ვირუსის დამარცხება 4300-მა პაციენტმა შეძლო.
ჩინეთში, ერთ გასულ დღე-ღამეში 2015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც უწყების დაკვირვებით, 31 იანვრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.