შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უმასპინძლეს.

როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინაღმდეგ მიღწეული შედეგები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. სტუმრებმა დეპარტამენტის ახალი შენობა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები