მამუკა მდინარაძე: “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაცია როცა ამბობს, რომ რეგიონში საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით მისაბაძია, ეს არის ცალსახა აღიარება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კომპანია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში შეაფასა.

მდინარაძის თქმით, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაცია როცა ამბობს, რომ რეგიონში საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით მისაბაძია, ეს არის ცალსახა აღიარება.

„როცა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაცია ამბობს, რომ რეგიონში საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით მისაბაძია, ეს არის ცალსახა აღიარება. თუ ამას „თრანს ინთერნეიშელის“ გუშინდელ კვლევას დაუმატებთ, სადაც საუბარი იყო დემოკრატიის მაღალ ხარისხზე, ასევე უდიდესს მიღწევაზე, რომ ხელისუფლება მხილებული არ არის კორუფციაში და საქართველომ ელიტური კორუფცია გამორიცხა. ამის აღიარება ოპონენტებს არ უნდათ. ასეთი შეფასება უდიდესი მიღწევაა იმ ხელისუფლების, რომელსაც ყოველ დღე ცდილობენ, ფეიკ ნიუსებით კორუფცია დააბრალონ. როცა რეკეტის გათავისუფლებაზე საუბრობენ, ეს ქვეყნის მიღწევაა და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები