ნოჯიხევის სკოლაში ხანძარი გაჩდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლის ფიზიკის კაბინეტში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაზიანებულია ფიზიკის კაბინეტის კედელი და ჭერი.

ადგილზე მობილზებული იყო სახანძრო ბრიგადები და ცეცხლი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის განცხადებით, ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა სასკოლო ინვენტარი. მისივე ინფორმაციით, ხანძარი დილით მაშინ გაჩნდა, როცა სასწაცლო პროცესი არ იყო დაწყებული.

დაკვამლიანება სკოლაში დარაჯმა შეამჩნია, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები