ადგილობრივების ცნობით, გორში მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში 30 წლამდე მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი და მიმდინარეობს ექსპერტიზა, რადგან გარდაცვლილი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ.

“ახალი ჩამოსულია ავსტრიიდან და გუშინ ბიძასთან დაულევიათ. დღეს, დილით კი გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი ექსპერტიზაზე წაიღეს და კორონა ვირუსზეც უნდა შეამოწმონ. მეტი არაფერი არ ვიცით. ჯანმრთელი კაცი დილით დაიღუპა”,- განაცხადა ადგილობრივმა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ  საქმის გამოძიება სსკ-ის  115-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები