ყაჩაღობა ცივი იარაღის მუქარით – ოზურგეთში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ტ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები