გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო  და კომისიის მდივანი ტომას მარკეტი მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე  დემოკრატიული რეფორმები  განიხილეს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ძალთა ბალანსისა და დემოკრატიის განვითარების უზრუნველყოფას.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები