“საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე, სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობაზე არ წავა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა.
“ნებისმიერ ინციდენტზე ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა და გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო საზოგადოების და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე არავითარ დათმობაზე არ წავა თავისი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე”,- განაცხადა თალაკვაძემ.