აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით 56 569 200 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.
მოეწყო ასფალტბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 54,216 კმ სიგრძის საავტომობილო გზას.
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყო 303 ერთეული ხელოვნური ნაგებობა:
აშენდა 19 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 არსებულ ხიდს
მოეწყო 225 საყრდენი კედელი და 55 დამცავი და წყალარინების ნაგებობა
საგზაო-სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში:
მოეწყო 118 კვ.მ. საავტომობილო გზა
ორმულად შეკეთდა 18000 კვ.მ. საავტომობილო გზა
მოეწყო 1000 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილები
მოშანდაკდა 1000 კმ. საავტომობილო გზა
დამზადდა და მოეწყო 1000 საგზაო-საინფორმაციო ნიშანი
შეძენილია 3 ერთეული მძიმე ტექნიკა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომავალი 2020 წლის ბიუჯეტი 63 მ783 500 ლარს შეადგენს. პრეზენტაციაზე, მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებიც იქნა განხილული.