„დაბლენდი“ – ირანულ – ქართული მხატვრული ფილმის პრემიერა 23 დეკემბერს შედგება
23 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, კინოთეატრ “ამირანში” ირანულ – ქართული მხატვრული ფილმის „დაბლენდის” პრემიერა შედგება.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიცაზე ფილმის რეჟისორმა იბრაჰიმ იბრაჰიმიანმა და ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლაშა კანკავამ განაცხადეს.
მათი ცნობით, ფილმი არის აბსურდის ჟანრის კომედიური დრამა, რომელიც კინოეკრანებზე 30 იანვრიდან გამოვა.
ფილმის მოკლე სინოფსისი ასეთია: ლენი ბერგასასკო გახდა შვიდი ადამიანის ოინების მსხვერპლი, მისი ცხოვრების სხვადასხვა დროს, რამაც მისი ცხოვრება, სხეული და სული გაანადგურა.მისმა ერთგულმა ძაღლმა დაბიმ გადაწყვიტა შურისძიება ამ ხალხზე და ასეთი საჩუქრის გაკეთება ლენის 50 წლის იუბილესთვის: ლენის დაბადების დღეზე ეს შვიდივე არასწორი ადამიანი დაისჯება მისი სურვილისა და დაბის სასამართლოს მიერ.
შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, გადაღებები მიმდინარეობდა 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში თბილისის სხვადასხვა ადგილებსა და ბაზალეთის ტბასთან. ფილმი არის ქართულ ენაზე და მთავარ როლებს ცნობილი ქართველი მსახიობები განასახიერებენ. ესენი არიან: დიმიტრი ტატიშვილი, ლაშა კანკავა, ბექა თურმანიძე, ანა მატუაშვილი, თენგიზ ავალიშვილი, სოფო სებისკვერაძე, სალომე ფაღავა, ასმათ ტყაბლაძე, ლაშა პატაშური, მამუკა ლორია, ნაირა გელაძე, ზურა ფიროსმანიშვილი, დავით ბეკოშვილი და სხვები.
„ფილმის გადამღები ძირითადი ჯგუფი ჩამოსული იყო ირანიდან და ქართველ კოლეგებთან ერთად შედგა ძალზედ კარგი თანამშრომლობა. ამ კინოპროექტის
საქართველოში გადაღებების ტექნიკური უზრუნველყოფა განხორციელდა პროდიუსერ ნიკოლოზ ხომასურიძის ორგანიზებით“, – განაცხადეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა.
თამუნა შეყილაძე