რუსთავში წიწვოვანი ხეების დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში წიწვოვანი ხეების დარგვის აქცია გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და საკალათბურთო კლუბის – “რუსთავი 1991” წევრებმა 40-მდე წიწვოვანი სახეობის – ელდარის ფიჭვი დარგეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე საკალათბურთო გუნდის წევრები თავად იზრუნებენ.
აქციას, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პაუხისმგებლობის ამაღლებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.