ხათუნა ხოფერია ოპოზიციას: ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს, ჯერ სად ხართ
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ეს სიტუაცია ოპოზიციისთვის კათარზისია და ჯოჯოხეთი წინ აქვთ.
“1. ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
2. ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული!
3. ხომ მიმართავს ბოკერია ხალხს ღმერთის შემწეობის იმედით.
4. ხომ ციტირებს ზეპირად უგულავა ბიბლიასა და სახარებას!
5. ხომ გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა პატრიოტები!
6. ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს! ჯერ სად ხართ! ჯერ ჰიპნოზში ხართ და დავიწყებულ, უარყოფილ ემოციებს იხსენებთ!! ეს თქვენი კათარზისია! ჯოჯოხეთი წინაა!!…” – წერს ხათუნა ხოფერია.
ცნობისათვის, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ დღეს ბიძინა ივანიშვილს უზურპატორი უწოდა და განაცხადა, რომ უზურპატორი უნდა დაემხოს.