ირაკლი ღარიბაშვილი “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ქაბულში, მისიის შტაბბინაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად საქმიანი შეხვედრები გამართა “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ელჩთან – სერ ნიკოლას კეისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლსა და მათ წვლილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულების ერთგული რჩება, გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც ერთადერთი რეალური გზაა სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები