2020 წელს სოფელ ზვარეთს ახალი სკოლა ექნება
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა, ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების“თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა, სოფელ ზვარეთში საბაზისო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომელიც 60 ბავშვზე იქნება გათვლილი.
2020 წელს მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის ახალ სკოლაში ისწავლიან. სკოლის შენობის ეზოში ასევე მინისტადიონის მშენებლობაც მიმდინარეობს.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.