ახალციხეში ტექნიკის მაღაზია ‘ზუმერი’ მეორედ გაქურდეს

ახალციხეში მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს, მოპარულია ტექნიკა. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

“წაღებულია ტექნიკა, თუმცა ჯერ არ ვიცით ზუსტი რაოდენობა, ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, შემთხვევა დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა“ – ამბობს ზუმერის მენეჯერი, რიტა პარუნაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

“ზუმერი” ივლისშიც გაქურდეს, მაშინ მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტი მალევე გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები