პეტრე ცაავა: ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას, უწმინდურობას არ დავემორჩილები

“ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელება”, – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

​ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას პრობლემების მოგვარებამდე აპირებს.

“ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას, ეკლესიის გაჯანსაღებისთვის, არსებული პრობლემების მოგვარებისთვის პროცესის დასაწყებად”​, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

​რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ცაავა დაემორჩილოს პატრიარქის ბრძანებას და მსახურება განაგრძოს შიომღვიმის მონასტერში, პეტრე ცაავა ამბობს, რომ იგი ამ ბრძანებას არ დაემორჩილება.

“სიკვდილამდე აღთქმა მაქვს დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები”, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები