აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუბილარია
აჭარის ტელევიზია იუბილარია. პირველი გადაცემა ეთერში 32 წლის წინ 4 ნოემბერს გავიდა. არხზე კვირაში ორჯერ საინფორმაციო გამოშვება და მუსიკალური გადაცემა გადიოდა. 1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს. მედია ორგანიზაციას აქვს სამი პლატფორმა – ტელევიზია, რადიო და ონლაინ სამსახური. რადიო აჭარა 1932 წლიდან ფუნქციონირებს. მაუწყებლის მთავრი ორიენტირი საზოგადოებაა, აქედან მოდის სლოგანიც – #ვმუშაობთ საზოგადოებისთვის. მეექვსე წელია, რაც ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს.
,,რეგიონული კვირა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას იუბილეს ულოცავს.