ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესს სპეციალური კომისია აბაშაში გააგრძელებს

სპეციალური კომისიის წევრები მარტვილის შემდეგ,  აღწერას აბაშაში გააგრძელებენ. ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესთან დაკავშირებით, სპეციალურმა კომისიამ მარტვილის საპატრიარქო რეზიდენციაში მუშაობა განაახლა, სამუშაოებს მეუფე გრიგოლი (კაცია) ხელმძღვანელობს. კომისია პირველად 3 ნოემბერს შეიკრიბა, რომელსაც პეტრე ცაავაც ესწრებოდა.
სპეციალური კომისიის წევრების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მარტვილის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ინვენტარიზაცია და ფინანსური აღწერა დასრულდება ისინი, აბაშაში გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მმართველის დანიშვნის შემდეგ, გადაბარების პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა რა ვადებში დასრულდება ერთ-ერთი უდიდესი ეპარქიის ქონების აღწერა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები