გიორგი ზვიადაძე: სასჯელის მიზანია, რომ ადამიანმა რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევდა თავისი საქციელი შეინანოს

სასჯელის მიზანია, რომ ადამიანმა რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევდა თავისი საქციელი შეინანოს,- ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.
“თუ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება ამ მოწოდებას, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან სამწუხარო. მას ამის უფლება არ აქვს და უკვე ამის შემდგომ პატრიარქი წმინდა სინოდთან ერთად გადაწყვეტილებას მიიღებს. სასჯელის მიზანი არის მხოლოდ ერთი რამ, რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანმა, რომელიც ძალიან უხეშად არღვევდა საეკლესიო სამართლის ნორმებს, თავისი საქციელი შეინანოს, გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, გამოსწორდეს და შენდობა ითხოვოს”,- განმარტა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ცნობისთვის, “31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე. 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები