„მე მივყვები ჩემს მოძღვარს ეპარქიიდან“ – იღუმენია თამარმა მარტვილის დედათა მონასტერი დატოვა

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მდებარე, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა დატოვა.
იღუმენიას ინფორმაციით, მონასტრის წინამძღვრად დედებმა ერთხმად აირჩიეს ერთ-ერთი მონაზონი.
“დღეს დავტოვე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პოზიცია და დედებმა, ერთხმად აირჩიეს ერთ-ერთი მონაზონი წინამძღვრად. მე მივყვები ჩემს მოძღვარს ეპარქიიდან. 2011 წლიდან, როდესაც აშკარად დავუპირისპირდით ჩვენი ეპარქია საპატრიარქოს ადმინისტრაციას, წმინდა ნინოს დედათა მონასტრის დედები ვლოცულობთ პატრიარქისთვის, ქალბატონი შორენა თეთრუაშვილისთვის, ეკლესიის გაჯანსაღებისა და საქართველოს გამთლიანებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მცირედი ლოცვა შეისმინა უფალმა“, – განაცხადა იღუმენია თამარ ბოლქვაძემ.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება იღუმენია თამარ გამყრელიძემ მას შემდეგ გააჟღერა, რაც ეპარქიაში წმინდა სინოდის მიერ დანიშნული მეუფე გრიგოლ კაცია ჩავიდა. დღეს კი დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან ოფიციალურად გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები