ოთხმა ბათუმელმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ბათუმელმა პარასპორტცმენმა მარინე ფუტკარაძემ რუმინეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე პარასპორტსმენებს შორის ჩემპიონობა მოიპოვა.
ასევე ბათუმელი ლევან პოღოსიანი მარცხენა მკლავში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამავე შეჯიბრზე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ 18 წლის მარიამ ნოდია და 19 წლის დიტო ბუკიაც. ნოდიამ ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მან მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება დღეს დასრულდება სადაც ლევან პოღოსიანმა მარჯვენა მკლავში უნდა იასპარეზოს. 2019 წლის ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სულ ოთხმა ბათუმელმა სპორტსმენმა მოიპოვა.