სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ილია მეორე აღავლენს
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს.
შეგახსენებთ, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.