საქართველოში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა

საქართველოში ისრაელის საელჩომ, რამდენიმედღიანი გაფიცვის შემდეგ, დღეს, 1-ელ ნოემბერს მუშაობა განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ 1 ნოემბრიდან ისრაელის საელჩო საქართველოში და საკონსულო განყოფილება განაახლებს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო მასშტაბით, ისრაელის საელჩოებმა მუშაობა, პროტესტის ნიშნად, 30 ოქტომბერს შეაჩერეს.

ამის მიზეზი ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შრომითი კომიტეტების გაფიცვა გახდა.

კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, ეს ქმედება ერთადერთია იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, კერძოდ, მსოფლიოში დიპლომატებისა და წარმომადგენლობების ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები