ელიზაბეთ რუდი: აშშ ანაკლიის კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს, რომ მოახერხონ სათანადო რესურსების მობილიზება
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ანაკლიის კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.
„აშშ განაგრძობს მხარდაჭერას ანაკლიის კონსორციუმისა, რომ მათ მოახერხონ სათანადო რესურსების მობილიზება პროექტის დასრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და იგი შეიტანს დიდ წვლილს საქართველოს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების განვითარების კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს, აღნიშნული პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.