ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, მას მთლიანი ოპერაციის შეფასების უფლება არ აქვს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისში, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა – ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს.
სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა – ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება შეაფასოს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.