რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავტომაგისტრალზე მოძრავი მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც, “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.