უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა – ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანიის ხაშურელი თანამშრომელი 41 წლის თამაზ ჩარექიშვილი გვიან ღამით მუშაობის დროს დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, თამაზ ჩარექიშვილს კომპანიის სატვირთო მანქანა დაეჯახა და დაიღუპა.

“პოლიციამ მითხრა ,რომ თქვენი შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდაო, იმ კომპანიის მანქანა დაჯახებია, სადაც მუშაობს და ადგილზე მომიკვდა შვილი”,- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ანონიმური წყარო, რომელსაც “რეგიონული კვირა” ესაუბრა. წყაროს თქმით,  სატვირთო ავტომობილი ჩარექიშვილს განზრახ დაეჯახა. 

“ეგენი ისეთები  არიან მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ზუსტად ვიცი რომ იმ დიდი მანქანის საჭესთან ჩინელი მძღოლი იჯდა, რომ “დაზადნა” მანქანა გადაატარა ამ საცოდავს და იქვე მოკვდა”, – ამბობს წყარო, რომელმაც საკუთარი სახელის გაჟღერება არ ისურვა.

მომხდარის შესახებ,  კომპანია “შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფში” კომენტარს არ აკეთებენ. როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” უთხრეს,  საქმის მოკვლევა სისხლის სამართლის 276-ე  მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები