ძველ ბათუმში ქვაფენილი ჩააბეტონეს (ფოტო)

ძველ ბათუმში,  მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაზე, დაზიანებული ქვაფენილი ჩააბეტონეს.

როგორც ბათუმის მერიაში  “რეგიონულ კვირას” განუმარტეს, მათი დაკვეთით ქალაქში, გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე, ორმულ შეკეთებებს შპს “გზები” ახორციელებს. სწორედ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვაფენილის ნაწილი, რომელიც დაზიანებული იყო, ასფალტის საფარით ამოავსო.  კომპანიამ სამუშაოები შაბათს შეასრულა.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შპს ,,გზებმა” ორმული სამუშაო შეცდომით განახორციელა და კომპანია დღის განმავლობაში ხარვეზს გამოასწორებს.

დაპირებისამებრ პრობლემის აღმოფხვრა კომპანიამ უკვე დაიწყო.

კომპანია ,,გზა” მოასფალტებულ ხარვეზს ასწორებს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები