ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავი გადახადა
კახეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით კი აფენის თემი დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ხეები დაგლიჯა.
“ძლიერმა ქარმა დაგლიჯა ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. აფენის თემის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე, შეზღუდვით მიეწოდება. ადგილზე “ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფებია მობილიზებული და ელექტროენერგია უახლოეს პერიოდში აღდგება. რაც შეეხება მოსახლეობას, ამ დროისთვის ოთხმა მოქალაქემ მოგვმართა განცხადებით, რომ ქარმა სახლებს სახურავები გადახადა”, – განაცხადა მდივნიშვილმა.