გორში სეტყვის შედეგად 30 სოფელი დაზარალდა

გორის მუნიციპალიტეტში წუხანდელმა, ძლიერმა სეტყვამ 30 სოფელი დააზარალა. როგორც “რეგიონულ კვირას” სოფლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, მამუკა ლომსაძემ განუცხადა, ზარალის სიმძიმეს უწყება ადგილზე იკვლევს.

“ამ წუთებშიც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ სოფელში ვიმყოფებით. ზარალის ოდენობას და სიმძიმეს ადგილზე ვსწავლობთ. ჩვენს სამმართველოში ამ დროისთვის, 30 სოფლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, სადაც მოსავალს ზარალი მიადგა, თუმცა ფონი ყველგან ერთნაირი არაა. ზოგ სოფელში  შედარებით ნაკლები ზარალია. თითოეულ სოფელში არსებულ ვითარებას დეტალურად ვიკვლევთ”,-  განაცხადა მამუკა ლომსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები