თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში 2 წლის შემდეგ არ გვექნება არცერთი სოფელი, არცერთი დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების და გზის გარეშე

აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს პირადად ისმენენ. აჭარი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აღნიშნული შეხვედრები 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად დასახვას ემსახურება.

“მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს განათლება, ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში 2 წლის შემდეგ ჩვენ არ გვექნება  არცერთი სოფელი, არცერთი დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების და გზის გარეშე’’, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები