დღეიდან გორში პარკირების სისტემა ამოქმედდა

დღეიდან გორში პარკირების სისტემა ამოქმედდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საფასური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებით შემდეგი ტარიფით განისაზღვრა.

1 დღე – 1 ლარი. 30 დღე – 10 ლარი. 90 დღე – 15 ლარი . 180 დღე – 25 ლარი. 365 დღე – 40 ლარი.

“დღეიდან გორში პარკირების სისტემა ამოქმედდა, პარკირების ინსპექტორები დილიდან არიგებენ ქალაქში საინფორმაციო ბუკლეტებს . პირველ ეტაპზე , ანუ ერთი თვის განმავლობაში მოხდება მძღოლების, მოქალაქეების ინფორმირება და გაფრთხილება დაჯარიმების გარეშე.” –  ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები