ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა
საქართველოს ჩემპიონატის მთავარი მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩი ბათუმელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის პირველი ტაიმში ანგარიში არ გახსნილა და 0:0 დასრულდა.
45- ე თამაშის 55-ე წუთზე კი დინამოელთა მცველი ბურთს ხელით გადაეღობა და თბილისი დინამოს კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლით დასრულდა. 84 წუთზე ანგარიში ლევან მჭედლიძემ გაათანაბრა.
სატურნირო ცხრილში სტატუსქვო შენარჩუნდა.
ორივე “დინამოს” აქტივში 30 მატჩი და 62 ქულაა.
წინ 6 ტურია, რომელიც საქართველოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს . მცირე უპირატესობას ბათუმელები ფლობენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში ფორა აქვთ და თუ ლიდერებმა ჩემპიონატი თანაბარი ქულებით დაასრულეს, ჩემპიონი გია გეგუჩაძის გუნდი გახდება.