გორში ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც შინდისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ბაჩუკი მთვარაძემ  “რეგიონულ კვირასთან” საუბარში განაცხადა ამ დროისთვის, ზარალის დათვალა მიმდინარეობს.
“სეტყვა ორ წუთზე მეტი ხანი არ გაგრძელებულა, მოდიოდა წვრილი მაგრამ ხშირი სეტყვა, რამაც მოსავალი დააზიანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. თუმცა ზარალი მასშტაბური არ არის. მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი წვიმა იყო, რის გამოც დილამდე ადგილზე გასვლა და ზარალის დათვლა ვერ მოვახერხეთ”,- განაცხადა ბაჩუკი მთვარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები