მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებს
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რუსთავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო, რათა ხელისუფლება აიძულონ, შეიქმნას კომისია და დაიწყოს გამოძიება.ხელმოწერების შეგროვება საქართველის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.