ავარია გორის ავტობანზე – მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა
გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ტრაილერის მძღოლმა შეჯახება ვერ გაიგო და გზა გააგრძელა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო.