“გორმედის” სამედიცინო ქსელში მრავალპროფილური, ხარისხზე ორიენტირებული სერვისები ინერგება 

“გორმედის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში მთელი რიგი ახალი მიმართულებების დანერგვა მიმდინარეობს. ქსელის კლინიკების რენოვაცია-რესტრუქტურიზაცია მაღალი ხარისხის მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ამ სერვისების პაციენტების კომფორტზე მორგებაზეა ორიენტირებული.

“ვფიქრობთ, შემოვიტანოთ ახალი დარგები, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გავზარდოთ ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ანუ მათ აღარ მოუწევთ სიარული თბილისში თუ სხვაგან და აღნიშნულ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ აქ, ადგილზე, ზუსტად იმავე ხარისხით, რა ხარისხის მომსახურებასაც იღებენ, ვთქვათ – თბილისში.

უახლოეს მომავალში, ჩვენ, ეტაპობრივად, როგორც კი გაჩნდება ახალი დარგი, ახალი სერვისები, მოსახლეობას მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას. რაც მთვარია, ეს სერვისები ფინანსურადაც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ, ვიდრე თბილისში”, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები