რუსთავში მდინარე მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ წუთებში ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.