გორში აგვისტოს ომში დაღუპული 8 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, აგვისტოს ომში დაღუპული 8 ადგილობრივი, მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა.
2008 წლის 9 აგვისტოს, იმ ადგილას, სადაც ახლა მემორიალი აშენდა, 7 ადამიანი დაიღუპა.
მემორიალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და გარდაცვლთა ახლობლები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები და ის ადამიანები, რომელთა ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ. მემორიალი გვირგვინით გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძესთან ერთად შეამკო.
მშვიდობიანი მოქალაქების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 735 ლარი გამოიყო.