შოთა ჭიჭიაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ახლობლებმა ჭიჭიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მის მშობლიურ სოფელ მატანში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს კიევთან ახლოს მოკლეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად კრიმინალური “ბანდის” შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებდნენ.