“მოსახლეობის პრეტენზიები ნაწილობრივ სამართლიანია”- ლაგოდეხის მერი აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა

“სუფთა და უსაფრთხო წყალი” , “წყლის მრიცხველების გაუქმება” – ამ ლოზუნგებით მოსახლეობამ ლაგოდეხის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ისინი წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, მრიცხველების გაუქმებას და გადასახადის სულადობის მიხედვით გადახდას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი გამოეხმაურა.

როგორც მან “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, პროტესტი ნაწილობრივ სამართლიანია და ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია მოსახლეობასთან.

ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით,კომპანია, რომელმაც გამრიცხველიანება უზრუნველყო, აღნიშნულ პრობლემას მიმდინარე თვის ბოლომდე მოაგვარებს.

“მოსახლეობას აქვს გარკვეული პრეტენზიები,რომელიც ნაწილობრივ სამართლიანია. კომპანია , რომელიც უწევს ექსპლუატაციას წყალმომარაგების სისტემას, გვპირდება, რომ თვის ბოლომდე ხარისხი იქნება სუფთა და უსაფრთხო მოქალაქეებისათვის” – აღნიშნა მდივნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის ცენტრში დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ და წყალმომარაგების საკითხის მოგვარებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები