არჩილ თალაკვაძემ თავისი პირველი მასწავლებელი მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარემ,  არჩილ თალაკვაძემ თავისი პირველი მასწავლებელი, ლიანა გარაყანიძე მოინახულა და მასწავლებელთა პროფესიული დღე მიულოცა.

ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მშობლებს მივყავართ სკოლაში და შემდეგ მასწავლებლებს მივყავართ მთელი ცხოვრება. 30 წელი გავიდა. ისევ დავბრუნდი ჩემს პირველ მასწავლებელთან, ლიანა გარაყანიძესთან მადლობის სათქმელად. გილოცავთ მასწავლებელთა მსოფლიო დღეს!”- წერს თალაკვაძე.

აღსანიშნავია, რომ თალაკვაძე მსგავსი აქტივობებით გამოირჩევა, სოციალურ სივრცეში ხშირად ვხვდებით მის სამადლობელ პოსტებს თავის პირველ მასწავლებელთან და სკოლასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები