მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში ხუთი მენტორი პედაგოგი დაჯილდოვდა
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში ხუთი მენტორი პედაგოგი დაჯილდოვდა.
მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს, მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ადგილოვრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
“ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ უმნიშვნელოვანესი როლი გენიჭებათ განათლებული თაობების აღზრდის საქმეში. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია. პედაგოგთა ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მხრივ მრავალი სასიკეთო სიახლეც ინერგება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ კეთილდღეობას, წინსვლას, ბევრი წარმატებული თაობის აღზრდას ჩვენი ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ!” – განაცხადა მასწავლებლებთან შეხვედრისას გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.