ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

5-6 ოქტომბერს ქუთაისი ტრადიციად ქცეულ, ევროპული მემკვიდრეობის დღეებს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურულ – გასართობი ღონისძიებები იმართება.

“ვერიკოს” სკვერში დილის 12 სთ-დან გაიხსნა ფოტოგამოფენები, ახალგაზრდა მხატვრებმა ადგილზე დახატეს ევროპის დედაქალაქები. სკვერში კახა გრძელიშვილის სტუდიის ბავშვების მონაწილეობით, ევროპული სიმღერების კონცერტი გაიმართა.
ევროპული მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებებში ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო წიგნების გამოფენით ჩაერთო. ღონისძიებას დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა კი ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით შეუერთდა..
დღის ბოლოს, ევროპული დღეები ქუთაისში არსებულ იტალიურ სახლში დასრულდება, სადაც კონცერტს ჩაატარებენ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დასის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო და ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლების აღსაზრდელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები