მოყვარულთა რეგიონალური ლიგის გადამწყვეტ მატჩში “მამისონმა” “ბარდნალა” დაამარცხა
მოყვარულთა ლიგის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა, სადაც ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებული გუნდი “ბარდნალა“, ცაგერის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სტადიონზე , ონის მუნიციპალიტეტში სამოყვარულო ტურნირში გამარჯვებულ, ონის “მამისონს“ შეხვდა .
ფეხბურთის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, რის გამოც დამატებითი 11 მეტრიანები დაინიშნა და ონის გუნდმა პენალტებით , 5:3 გაიმარჯვა .
გამარჯვებული გუნდი ონის “მამისონი” , როგორც რეგიონის გამარჯვებული, ასპარეზობას საქართველოს მასშტაბით, მოყვარულთა ლიგაში გააგრძელებს და თასისთვის იბრძოლებს.
მოყვარულთა ლიგა საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ერთიორად გაზარდა ფეხბურთის მასობრიობა.