თელავში ღვინის ფესტივალი “თელავინო 2019” მიმდინარეობს

ღვინის ფესტივალი “თელავინო 2019 ” ერეკლე მეორის ისტორიული მუზეუმის ეზოში მიმდინარეობს.

ფესტივალში მონაწილეობას 16 ღვინის კომპანია და მცირე მეწარმეები იღებენ.

ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლები სხვადასხვა ქართულ ღვინოს, ნატურალურ პროდუქტებს და ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ.

ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, ბოლოს კი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები