ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის მრიცხველების გაუქმებას ითხოვს
“სუფთა და უსაფრთხო წყალი” , “წყლის მრიცხველების გაუქმება” – ამ ლოზუნგებით მოსახლეობამ ლაგოდეხის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, წყალმომარაგების სისტემაზე გახარჯული 14 მილიონი ლარის მიუხედავად, ისინი სასმელად კვლავ უვარგის, დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ.
ადგილობრივების თქმით , კომპანიამ , რომელმაც ონკანზე მრიცხველები დაამონტაჟა, დაბინძურებული წყლის გამო ფული არ უნდა გადაახდევინოს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მრიცხველების გაუქმებას და გადასახადის სულადობის მიხედვით გადახდას ითხოვენ.
ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ აქციის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემების მოგვარების თაობაზე მიმართეს და მათგან უარი მიიღეს.
აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არც დღეს შეხვდნენ.