ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლებიც შს სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი

2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ. ასევე, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი. სიახლეების შესახებ ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ის პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა, რაც სამუშაო პროცესებს უკავშირდება, ასევე უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.
შეხვედრა აჭრის პოლიციის დეპარტამენტში გაიმართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები