ბათუმში რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმის ისტორიულ ნაწილში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული ორი ორსართულიანი საცხოვრებლის ნაცვლად 15-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები მერიისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი ისტორიულ ზონაში მაღლივი ნაგებობების მშენებლობას არ დაუშვებენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომის” და “დაიცავი ბათუმის” წარმომადგენლები. მოგვიანებით კი შეკრებილებს “იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
​​უძველესი ნაგებობების დემონტაჟი უკვე დაგეგმილია, შენობები შემოღობილია. რამდენიმე დღეში კი მათი დემონტაჟიც დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს შპს “პროგრეს სითი” ახორციელებს. თავდაპირველად ბათუმის მერიამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ მისცა, რის შემდეგაც “პროგრეს სითიმ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა.
​შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 თებერვალს ე.წ “ზონალური საბჭოს” სხდომაზე სწორედ ამ საკითხის განხილვამ სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები