ახალციხეში კაცმა მეგობარ ქალს სცემა

ახალციხეში ეჭვიანობის ნიადაგზე, კაცმა 30 წლამდე ახალგაზრდა ქალს სცემა. შემთხვევა ნათენაძის ქუჩაზე, 3 ოქტომბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა.

,,მამაკაცმა მოაკითხა, ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ გარეთ გაიყვანა და ქუჩაში, სახალხოდ სცემა“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მამაკაცი ახალციხის მკვიდრი არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის და 178–ე ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები